გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დავით სონღულაშვილი იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონოს შეხვდა

9-10-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონოს შეხვდა. 


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.


მინისტრმა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებობს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.


შეხვედრაზე მხარეებმა დარგობრივი განათლების და მეღვინეობის მიმართულებით ცოდნის გაზიარების და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.


საუბარი ასევე შეეხო ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვის მიმართულებით გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობას.


იტალიის ელჩის განცხადებით, არსებობს სრული მზადყოფნა მრავალმხრივი ეფექტიანი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე ესწრებოდა.