გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ავიაკომპანია Wizz Air-მა ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულების ნებართვა მიიღო

9-10-2025

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Wizz Air-ს ახალი მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 7 ოქტომბერს მიანიჭა. შედეგად, საქართველო იტალიის ქალაქ ვენეციას საჰაერო გზით დაუკავშირდება.


ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია ფრენებს ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან შეასრულებს. სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, Wizz Air-ი ვენეციიდან ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს განახორციელებს.


დღეის მდგომარეობით, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოდან 23 მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 72 სიხშირით ოპერირებს. მიმდინარე წლის 9 თვის მდგომარეობით, ავიაკომპანიამ 1 075 585 მგზავრი გადაიყვანა და ამ მონაცემებით საავიაციო ბაზრის ლიდერია.