გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ოზურგეთში 4 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

9-10-2025

შპს „საქართველოს მელიორაცია“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში,მერეკგძელა-კაპროვანის დამშრობ მასივზე სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებებს ატარებს.


სოფელ ნატანებშიმაგისტრალური და შემკრები არხების, ჯამში, 4 კილომეტრამდე  მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.


ჩატარებული სამუშაოები კოლექტორებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რის შედეგადაც 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ადგილობრივადსასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობის ზრდასადა მიწის რესურსების ეფექტიან გამოყენებას.


„საქართველოს მელიორაცია“ სისტემატურად ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით, რაც მიზნად ისახავს როგორც სარწყავი, ასევე, სადრენაჟე ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.