გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა მოყვანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

9-10-2025

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა მოყვანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კანაფის შემცველი მცენარე 790,92 გრამის ოდენობით. ასევე უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 308,42 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, და პსილოცინის შემცველ სოკოს 736,82 გრამის ოდენობით.


სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა, მოყვანა), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260-ე მეოთხე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.