გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

აჭარაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

10-10-2025

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი აჭარაში ტყის პერიმეტრებს და ჯაგნარებს ცივი შესხურების მეთოდით, ხოლო სოფლების შიდა და გარე პერიმეტრებს თერმული ნისლით ამუშავებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 55 ერთეული სპეცტექნიკა. ღონისძიებები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 3300 ჰა ტერიტორიაა დამუშავებული.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის თოთხმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში ღონისძიებების მიმდინარეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის უფროსი დავით აშორდია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები გაეცნენ.

ამ ეტაპზე, როცა აზიური ფაროსანა ტყის მასივებიდან გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისა და შენობა-ნაგებობისკენ ინაცვლებს, სააგენტოს მიერ გატარებული ინტენსიური ღონისძიებების პარალელურად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, რაც  საკუთარ საკარმიდამო ტერიტორიაზე მექანიკური მეთოდების გამოყენებას გულისხმობს.