გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ინგმინ იანგი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

10-10-2025

აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ინგმინ იანგი, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 22-23 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით გაიმართება.


ინგმინ იანგი სიტყვით გამოვა ფორუმის პანელურ დისკუსიაზე – „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე".


ინგმინ იანგი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე 2024 წლის 15 იანვარში დაინიშნა. მანამდე მას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროში ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა, მათ შორის, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს კურირებდა.


აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი (ADB), რომელიც ფორუმის პარტნიორია მისი დაარსების დღიდან, ფორუმის ეკონომიკური ინტეგრაციის მისიის გადამწყვეტი მხარდამჭერია.


რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" წელს 2000-მდე დელეგატი, პოლიტიკოსები და ბიზნეს-ლიდერები დაესწრებიან.


მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის მომხსენებლები და ექსპერტები, რითაც სექტორებს შორის იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას შეეწყობა ხელი. შექმნილი ინკლუზიური გარემო ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ბიზნეს შორის პირდაპირ დიალოგს უზრუნველყოფს.