გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შსს-მ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი - გ.ქ. დააკავა

10-10-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ატარებენ შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს, იმ პირების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც 4 ოქტომბერს, თბილისში ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.


აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კიდევ ერთი პირი - გ.ქ. დააკავეს.


პოლიციის მიერ ჯამში დაკავებულია 46 პირი.


სამართალდამცველები აგრძელებენ მოპოვებული მტკიცებულებების კომპლექსურ შესწავლას, რათა დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდეს.