გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა

10-10-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 11-12 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა.


ვიზიტის ფარგლებში მინისტრი, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უზბეკეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების მინისტრ კონგრატბაი შარიპოვთან, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მინისტრ ეზაზხონ კარიმოვასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვთან.


შეხვედრების მთავარი თემა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება იქნება.


გივი მიქანაძე უზბეკეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია.