გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ბაჩო ახალაია: მგონია, რომ 4 ოქტომბერი არის ზუსტად იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი

10-10-2025

„ცოტა საღი აზრის ფარგლებშიც, თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, რისი ორგანიზება არის. ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას ვინმეს ორგანიზება სჭირდებოდა?“, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შესვლამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, 4 ოქტომბრის აქცია ზუსტად იმ რანგის სამოქალაქო აჯანყების დღე იყო, როგორც 9 აპრილი.


„მე, როგორც ადამიანს, როგორც ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანს, პატრიოტს ამ ქვეყნისას, ძალიან მრცხვენია, რომ იქ არ ვიყავი და აქ ვდგავარ ახლა. მე მგონია, რომ 4 ოქტომბერი არის ზუსტად იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი. კიდევ უფრო ქაქუცას დროინდელი - ეს იყო მართლა საოცრება, პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებმა გაბედეს, გააკეთეს, მაგრამ დამარცხდნენ იმ ბრძოლაში“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.