გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პრემიერი: ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, თუმცა ლიდერებიც, ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას

11-10-2025

ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, თუმცა არამხოლოდ, ლიდერებიც და ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას იმ აქციაზე, რომლის დაანონსების თანამონაწილეებიც იყვნენ და ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გურჯაანში სოფო ჯაფარიძის საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.


მისივე თქმით, ესეც მეტყველებს რადიკალი ოპოზიციონერების სახეზე.


„ისინი არიან უცხოელი აგენტები, შესაბამისად, მორალი არ აქვთ, ერთადერთი, რითაც მოქმედებენ, ეს არის გარე დავალებები და გარე პატრონის კარნახი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.