გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ბელგიის თავდაცვის მინისტრი: ბრიუსელმა შესაძლოა წლის ბოლომდე არმია ქუჩებში გაიყვანოს

12-10-2025

ბრიუსელმა შესაძლოა წლის ბოლომდე არმია ქუჩებში გაიყვანოს, - განაცხადა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა Le Soir-თან ინტერვიუში.


„სიტუაცია დრამატული გახდა. როგორც უსაფრთხოების, ასევე პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით. იმის საპირისპიროდ, რასაც შეიძლება გაიგონებდეთ, მე ძალიან შეშფოთებული ვარ ჩვენი დედაქალაქის მდგომარეობის გაუარესებით“, - აღნიშნა მინისტრმა.


ფრანკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქუჩების უსაფრთხოება პოლიციის პასუხისმგებლობაა და არა სამხედროების. თუმცა, მან დასძინა, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართა მას ამ საკითხთან დაკავშირებით.


„შესაძლებელია თუ არა ჯარის ქუჩებში გაყვანა წლის ბოლომდე? მე არ მითქვამს „კი“, მაგრამ არც „უარი“, - თქვა ფრანკენმა.