გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის სკოლამდელი და სასკოლო განათლების მინისტრთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

12-10-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის სკოლამდელი და სასკოლო განათლების მინისტრ ეზაზხონ კარიმოვასთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.


გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და უზბეკეთს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარება მნიშვნელოვანია, რასაც უზბეკეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი შეთანხმების გაფორმება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.


მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სკოლებში STEM საგნების სწავლების გაძლიერებასა და სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების მნიშვნელობაზე.


საუბარი შეეხო სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც რეგულარულად იმუშავებს საქართველოსა და უზბეკეთის ერთობლივი ინიციატივების განხორციელების საკითხებზე.


შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოთქვეს და ამ მიზნით სამომავლო გეგმები დასახეს.


შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო, სრულუფლებიანი ელჩი დავით კოტარია, სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ირაკლი კვანჭახაძე.