გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გამჭვირვალობის ინდექსით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში 12-ე ადგილზეა და ევროპის საუკეთესო ათეულშია

13-10-2025

საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო და გამჭვირვალობით მსოფლიოში 12-ე პოზიციაზე დაწინაურდა. საქართველო გამჭვირვალობის ინდექსით ევროპის საუკეთესო ათეულშიც მოხვდა და მეცხრე ადგილზე გავიდა.


მთავრობის გამჭვირვალობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 29 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ლუქსემბურგი, ისლანდია, ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.


მსოფლიოს საუკეთესო თორმეტეული ასე ჩამოყალიბდა: შვედეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები, ავსტრალია, გერმანია, ირლანდია, ესტონეთი, სინგაპური და საქართველო.


გამჭვირვალობის ინდექსი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას _ ამერიკული ორგანიზაციების TRACE international -ის და საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის თემატური კვლევებს.


კერძოდ, TRACE international -მა მის მიერ წარმოებული მექრთამეობის რისკის მატრიცის ფარგლებში მთავრობათა მარეგულირებელი ფუნქციების გამჭვირვალობის ისეთი ასპექტები მოიკვლია და გაზომა, როგორიცაა გამჭვირვალობა საჯარო შესყიდვებში, გამჭვირვალობა მთავრობის პოლიტიკის შემუშავებაში, გამოქვეყნებული კანონები და მთავრობის მონაცემები. რაც შეეხება ორგანიზაცია „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობას“, ის ღია ბიუჯეტის ინდექსს აწარმოებს, სადაც საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობით 2023 წლიდან მსოფლიოში პირველ ადგილზეა.


აღსანიშნავია, რომ ჩანდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიში ბოლო ერთ წლიან პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევებს შორის მესამეა, სადაც საქართველოს მთავრობას გამჭვირვალობით მოწინავე პოზიციები უფიქსირდება.


პირველი იყო ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის გამჭვირვალობის ინდექსი, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა და სადაც საქართველოს მთავრობა მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო მეორე კვლევა არის ორგანიზაცია „დემოკრატიების ალიანსის ფონდის“ დემოკრატიის აღქმის 2025 წლის ანგარიში , სადაც საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობით ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა. ამავე კვლევის მიხედვით, საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალეობა ე.წ. „მწვანე ზონაში“, ანუ დადებითად არის შეფასებული.


კვლევა თავის მხრივ ეყრდნობა მსოფლიოს 100 ქვეყნის 111 ათას რესპოდენტზე მეტი შემფასებლის გამოკითხვას. დემოკრატიების ალიანსის ფონდი ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერაა დაფუძნებული. ფონდი ყოველწლიური დემოკრატიის სამიტის ორგანიზატორიცაა.