გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ლანჩხუთში, ლესა-ჩიბათის დამშრობ მასივზე სამუშაოები მიმდინარეობს

13-10-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო სისტემის მოწესრიგების  სამუშაოებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ლესა-ჩიბათის ტერიტორიაზე  ახორციელებს. ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან  2,2 კილომეტრი  სიგრძის კოლექტორული არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.


გაწმენდილ არხებში წყლის შეუფერხებლად გადინების შედეგად, მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის  დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.


ექსპლუატაციის ღონისძიებები, რომელსაც „საქართველოს მელიორაცია“ საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა.


აღსანიშნავია, რომ  2012-2024 წლებში, „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გურიის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 2175 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.