გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

„აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელზე მოხსენებას Nokia Mobile Networks-ის ევროპის მიმართულებების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი გააკეთებს

13-10-2025

Nokia Mobile Networks-ის ევროპის მიმართულებების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და გერმანიის რეგიონული მენეჯერი როლფ ვერნერი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე მოხსენებას გააკეთებს. ვერნერი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში „ციფრული ტრანსფორმაცია: მომავლის სამყარო."


როლფ ვერნერი 2024 წლის იანვრიდან ევროპის მასშტაბით კომპანიის საქმიანობას ხელმძღვანელობს, მათ შორის, გაყიდვებს, მარკეტინგსა და ბიზნესის მენეჯმენტს. ვერნერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიის ზრდის სტიმულირებასა და ბაზრის წილის გაფართოებაში.


თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეხუთე ფორუმს, რომელიც მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, 2000-მდე დელეგატი, პოლიტიკოსები და ბიზნეს-ლიდერები დაესწრებიან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის მომხსენებლები და ექსპერტები. ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესახებ დისკუსიების, ასევე ბიზნეს-სექტორის ერთმანეთთან დაახლოებისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.