13-10-2025
ამერიკული სავაჭრო კომპანია „Trammo Inc."-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ვილდან ბეკიროვი „თბილისის აბრეშუმის გზის" რიგით მეხუთე ფორუმის ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება. ბეკიროვი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „საქართველო - ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი"
ვილდან ბეკიროვი ამერიკული სავაჭრო კომპანიის „Trammo Inc."-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს. ბეკიროვმა "Trammo Inc."-ში კარიერა 1996 წელს დაიწყო და ტოპ-მენეჯმენტში რამდენიმე წამყვანი პოზიცია ეკავა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი," რომელიც პირველად 2015 წელს ჩატარდა, ქმნის სადისკუსიო პლატფორმას, სადაც ფორუმის მონაწილეები გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.
წლევანდელ ფორუმში 2000-მდე დელეგატი, მათ შორის, მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, წამყვანი გლობალური კომპანიები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და საერთაშორისო რანგის ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. ამ მასშტაბის პროექტში საქართველოსა და ფორუმში მონაწილე სხვა სახელმწიფოების აქტიური ჩართულობა ზრდის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს და ხელს უწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.