გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

13-10-2025

საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელს, ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ პერსონალური ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში გადამოწმების და უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 1000 აშშ დოლარი აიღო.


ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ქრთამის სახით აღებული თანხა ამოიღეს.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ ქრთამის აღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.