გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ენგურჰესი 2019 წელს რამდენიმე თვით გაჩერდება

12-12-2017

2019 წლის თებერვლიდან ივნისამდე "ენგურჰესის" გაჩერება იგეგმება, - ამის შესახებ "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თამჯდომარემ ლევან მებონიამ განაცხადა. მისივე განცხადებით, გვირაბის სარემონტო სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 18 მილიონი ლარია გამოყოფილი.

"ახლა მიდის დაზუსტება პროექტის და სატენდერო სპეციფიკაციების მომზადება და უფრო კონკრეტული თანხა ცნობილი იქნება 2018 წლის სექტემბრისთვის", - დასძინა მებონიამ.

საინვესტიციო გეგმის მიხედვით დაგეგმილია გვირაბის რემონტი და ძირითადი მოწყობილობების შეცვლა, ასევე ლამის ამოღების საკითხებზე მუშაობა წყალსაცავიდან კაშხლის აუზში.

მებონიას განმარტებით, ეს ყველაფერი ტარიფზე აისახება, თუმცა, მისივე მტკიცებით, დიდად - არა.

რაც შეეხება აფხაზეთის გამრიცხველიანებას, ლევან მებონიას განცხადებით, ამასთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და აფხაზური მხარეც დაინტერესებულია ამ საკითხის გადაწყვეტით.

წყარო: რადიო "ათინათი"