გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან ისტორიულ მაქსიმუმს 4.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია

13-10-2025

საქართველოში 2025 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან ისტორიულ მაქსიმუმს 4.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 6.1 მილიონი შეადგინა.


„6,109,755 საერთაშორისო მოგზაური - 2024 წელთან შედარებით ზრდა +5.4%,


4,307,094 საერთაშორისო ტურისტი - 2024 წელთან შედარებით ზრდა +7.9%.


რაც შეეხება 2025 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს, ივლისი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ასევე რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულმა მაქსიმუმი 2 მილიონი ვიზიტი შეადგინა.


2,956,014 საერთაშორისო მოგზაური - 2024 წელთან შედარებით ზრდა +6.6%,


2,036,731 საერთაშორისო ტურისტი - 2024 წელთან შედარებით ზრდა +9%“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.