გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოში ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) კონფერენცია იმართება

13-10-2025

საქართველო, ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს ავრცელებს. 


დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“, კონფერენცია თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ - პაატა პატიაშვილმა და კონტრადმირალმა იუსუფ კარაგიულემ გახსნეს.


პროგრამასა და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრისას მათ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილეს ყურადღება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე ესწრებოდა.


კონფერენციაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებებიდან სხვადასხვა სარდლობისა და სამხედრო სპეციალობის წარმომადგენლები, სამხედრო და სამოქალაქო პირები მონაწილეობენ. ხუთი დღის განმავლობაში ისინი ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ სამხედრო სწავლებების ორგანიზებისა და აღსრულების კუთხით, ურთიერთთანამშრომლობის მიღწევებს შეაფასებენ და მომავალი წლის გეგმებს განიხილავენ.


საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ კონფერენციის ფარგლებში კონტრადმირალ იუსუფ კარაგიულესთან და ბრიგადის გენერალ თეოდოროს სტეფოუსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, სადაც პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.


ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) კონფერენცია, ნატოს ოპერაციების გაერთიანებული სარდლობის (SHAPE) ეგიდით, სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება. საქართველოში კონფერენცია უკვე მეორედ ტარდება.