გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რაჭის ეროვნული პარკის ფართობი 4 759 ჰექტარით გაიზრდება

13-10-2025

მთავრობის ინიციატივით მომზადებული პროექტი „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაიამ წარუდგინა.


რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოების შედეგად, სხვადასხვა კატეგორიებისგან შემდგარი დაცული ტერიტორიების კომპლექსური ქსელი შეიქმნება.


კანონპროექტის თანახმად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაჭის ეროვნული პარკის ფართობი 4 759 ჰექტარით გაიზრდება. ასევე, ცვლილებების შედეგად, ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი და ხუთი ბუნების ძეგლი - უშოლთის, კიდობნის, საკიშორის, მურადის და შარეულას მღვიმეები შეიქმნება.


როგორც მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაიამ მოხსენებაში აღნიშნა, პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების სისტემის, რეგიონში რეკრეაციული სივრცის და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ის ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი ტრადიციული მეურნეობის შემდგომ განვითარებას, ასევე, ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების აღდგენასა და შენარჩუნებას.


რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ეროვნული პარკი 2023 წელს შეიქმნა და მისი საერთო ფართობი 50 835 ჰა-ია.


კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირეს.