გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო — კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოსთან, ერთწლიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ, პროკურატურის სტაჟიორების გასაუბრება მიმდინარეობს

14-10-2025

საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო — კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოსთან ერთწლიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ, პროკურატურის სტაჟიორების გასაუბრება მიმდინარეობს.


საქართველოს პროკურატურაში ერთწლიანი სტაჟირების პროგრამა ორმოცდარვა სტაჟიორმა წარმატებით დაასრულა.


ამ ეტაპზე საბჭოს წევრებთან ყოფილი სტაჟიორები გასაუბრებას გადიან.


სტაჟიორები ერთი წლის მანძილზე საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, სისტემატურად უტარდებოდათ შესაბამისი ტრენინგები და გამოცდები, ხოლო მათ საქმიანობას სტაჟირების ხელმძღვანელები და მენტორები უძღვებოდნენ.


პირები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება და საბჭოს მიერ დადებითად შეფასდებიან, გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნებიან.


დღეისთვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების უმრავლესობა სტაჟირების გზით არის მიღებული, მათ შორის, ყოფილი სტაჟიორები მენეჯერულ პოზიციებს იკავებენ.


საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა.