გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს

15-10-2025

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს.


ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა დასრულებულია  ონში, ცაგერსა და ლენტეხში, ხოლო წლის ბოლომდე ამბროლაურშიც დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით კი, ჯამში, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა. ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და  შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა სატყეო სააგენტოს  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.  


„საქართველოს რეგიონებში სატყეო სამსახურების გაძლიერების და მოსახლეობისთვის სატყეო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით, აშენდა ახალი შენობები,  გარემონტდა და აღიჭურვა რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისები ცხრავე რეგიონში, რაც უზრუნველყოფს კერძო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტყესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების გამარტივებას“, -  აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.