გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გორში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

15-10-2025

შპს „საქართველოს მელიორაცია“ გორის მუნიციპალიტეტში, ტირიფონის ძველ მაგისტრალურ არხზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებს. მცენარეებისა და ნატანისაგან ჯამშ 6,4 კმ სიგრძის არხი იწმინდება.  ამ დროისთვის სამუშაოები სოფელ მეჯვრისხევში მიმდინარეობს, სადაც  2.2 კილომეტრიანი მონაკვეთი  უკვე გაწმენდილია.  სამუშაოები ჩატარდება კირბალისა და ბერშუეთის ტერიტორიებზე.


ჩატარებული საექსპლუატაციო ღონისძიებების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც ნადარბაზევის წყალსაცავის შეუფერხებლად შევსებას უზრუნველყოფს.


ტირიფონის ძველი მაგისტრალური არხი სოფლების ზერტის, კირბალის, ბერშუეთის, ხურვალეთისა და დე ფაქტო საზღვრის მიღმა დარჩენილი სოფელ წინაგარას 700 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებს ამარაგებს სარწყავი წყლით. 


დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტურქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად,  წყალუზრუნველყოფა 11,870 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.