გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ევროპის სამოგზაურო გამოცემების წარმომადგენლები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

16-10-2025

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროკავშირის ქვეყნებში  მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოში, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებსა და ბლოგერებს მასპინძლობს.

საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიასთან Aviareps თანამშრომლობის ფარგლებში, National Geographic Traveler Poland-ის, Reisereporter-ის, GEO France Magazine-ისა და სხვა პოპულარული სამოგზაურო გამოცემების 6 წარმომადგენელი თბილისს ეწვია. ფრანგმა, გერმანელმა და პოლონელმა ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა დედაქალაქის ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღეს.

მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ თიანეთს, ახმეტას, ალავერდს. კახეთში უცხოელი ჟურნალისტებისთვის კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ტურის მონაწილეებმა მოინახულეს ასურეთი, ფოკა, ვარძია, ასპინძა, აბასთუმანი. მედიის წარმომადგენლები ეწვევიან საირმეს, ბაღდადს, ქუთაისს, ვანსა და თერჯოლას.

პრესტურის მონაწილეეები საქართველოს რეგიონებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის „მზის კარის" ობიექტებსაც ეწვევნენ.

„მზის კარის" პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ გარემოში, ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.

პრესტურის ფარგლებში, ევროპული მედიის წარმომადგენლები ონლაინ და ბეჭდური გამოცემებისთვის სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ, ასევე პოსტებსა და სთორებს ატვირთავენ სოციალურ მედია პლატფორებზე საქართველოს კულტურული, გასტრონომიული და სათავგადავლო ტურისტული პროდუქტების შესახებ.