გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე არმიდა სალსია ალისჯაბანა „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

16-10-2025

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელი მდივანი არმიდა სალსია ალისჯაბანა „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ალისჯაბანა პანელურ დისკუსიაზე - Rewiring Global Trade სიტყვით გამოვა.


არმიდა სალსია ალისჯაბანა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილისა და აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. იგი ასევე არის ასეანისა და აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის (ERIA) მმართველი საბჭოს წევრი, ინდონეზიის მეცნიერებათა აკადემიის, სტატისტიკის საკონსულტაციო საბჭოს, ეკონომიკური კვლევების ბიულეტენის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოსა და რეგიონალური მეცნიერების საერთაშორისო ასოციაციის (RSAI) საბჭოს წევრი.


„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს," რომელიც 2025 წლის 22-23 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, 2 000-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და საერთაშორისო რანგის ექსპერტები. თბილისის აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესახებ დისკუსიებისთვის.