გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

სოლომონ პავლიაშვილმა ლისაბონში, ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

16-10-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ცირკულარული ეკონომიკისსაკითხებზე გამართულ რიგით 25-ე  კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მონაწილეებმა რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ინოვაციური ტექნოლოგიის შესახებ იმსჯელეს. 


კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს,სოლომონ პავლიაშვილმავრცლად ისაუბრა საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო და  ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ, რაცსაქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასუკავშირდება.


მინისტრის მოადგილემ ცირკულარული ეკონომიკის  პრინციპებზე დაყრდნობით შექმნილ თანამედროვე ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, ახალი მიდგომების დანერგვის და ეფექტიანი შედეგების მისაღწევად, საჯარო და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობა აუცილებელი პირობაა.


ლისაბონშიგამართულ კონფერენციაში საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ბათუ გურჯიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროსშესაბამისი სამსახურების წარმომადგენელები, ასევე, საქართველოდანმწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მქონე ის ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომელთა საქმიანობის სფერო საბურავების გადამუშავებაა.