გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში

16-10-2025

ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა მაკა ბოჭორიშვილს, სადაც ყველა თემაზე იყო საუბარი და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა კითხვებზე პასუხების მოსმენის საშუალება ყველაფერთან დაკავშირებით.


„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იყო დაგეგმილი 2 შეხვედრა, გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრთან და დღეს - ჩემთან. გუშინ შედგა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, სადაც ყველა თემაზე იყო საუბარი და მას ჰქონდა კითხვებზე პასუხების მოსმენის საშუალება ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის, მას შეეძლო იმ შეხვედრის შემდეგი ნათელი წარმოდგენა შეჰქმნოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ადამიანი მივიდოდა საღამოს კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. აქციის ბუნებასთან დაკავშირებითაც შეეძლო მიეღო ინფორმაცია, მაგრამ რა აზრი აქვს. როცა დავალებას იღებენ, ზუსტად იგივე ტიპის სტატუსი აქვთ ამ ადამიანებს, რეალური სტატუსი, რაც აქვს მაგალითად საქართველოში ბაია პატარაიას. არაფრით არ განსხვავდება. ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მომყავს. ამიტომ, აზრი არ აქვს. ელაპარაკა მაკა ბოჭორიშვილი, რაც გინდა ელაპარაკე, გავიდა საღამოს აქციაზე 51-ე აკაცუკად. თუ კითხვები ჰქონდა, თუ რამე აინტერესებდა მოსულიყო შეხვედრაზე და გვექნებოდა დისკუსია, მაგრამ ეს არის საბჭოური მიდგომა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - არა შეხვედრა, არა დისკუსია, არა ჯანსაღი მსჯელობა, უნდა გავიდეს კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე 51-ე მონაწილედ. ეს არის საბჭოური მიდგომა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ასეთ დროს, ვხედავთ, რომ არავითარი აზრი არ აქვს საუბარს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.