გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: თანამშრომლობა არსებობდა გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო, კონკრეტულად, თანხის მიმღები, რასაც ჩვენ ვამბობდით, ზოგადად, ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ის დაადასტურეს ხაბეიშვილმა და ბურჭულაძემ

16-10-2025

თანამშრომლობა არსებობდა გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო, კონკრეტულად, თანხის მიმღები, რასაც ჩვენ ვამბობდით, ზოგადად, ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ის დაადასტურეს ხაბეიშვილმა, ბურჭულაძემ და სოფო ჯაფარიძემ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.


მისივე თქმით, ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებითაც კი ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა თანხას იღებდა ხაბეიშვილი და ამ თანხის სანაცვლოდ რას აკეთებდა.


"მე არ მინდა, გვარებში შევიდე, მაგრამ რასაც ჩვენ ვამბობდით, ზოგადად, ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ის დაადასტურეს ხაბეიშვილმა, ბურჭულაძემ, სოფო ჯაფარიძემ, ეს სამი გვარი მახსენდება, შეიძლება სხვებიც იყვნენ. რასაც ვამბობდით, ის დაადასტურეს, რომ იყო კონკრეტული სუბიექტი, ყოფილი გუნდის წევრი, რომელიც თანამშრომლობდა ამ ადამიანებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან. ეს დადასტურდა მათი მხრიდან. შეგულიანებულები იყვნენ ეს ადამიანები კონკრეტული მინიშნებებით, მითითებებით, თანხებით. ასეთი თანამშრომლობა არსებობდა კონკრეტულ პირს, გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, ხაბეიშვილი იყო კონკრეტულად თანხის მიმღები. ამ დონეზე გვაქვს ინფორმაცია - რამდენს იღებდა, რა თანხას იღებდა და ამ თანხის სანაცვლოდ რას აკეთებდა,"- განაცხადა პრემიერმა.