გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საერთაშორისო ტელე-რადიო წამყვანი შარანჯიტ ლეილი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" პანელური დისკუსიის მოდერატორი იქნება

16-10-2025

შარანჯიტ ლეილი, საერთაშორისო ტელე-რადიო წამყვანი და მოდერატორი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" პანელურ დისკუსიას - „Georgia – Nexus For Investment" გაუძღვება.


საერთაშორისო მედიაპროექტების ავტორი და წამყვანი, შარანჯიტ ლეილი BBC World News-ის ყოფილი კორესპონდენტია, სადაც 18 წლის განმავლობაში ბიზნესისა და პოლიტიკის სფეროებს აშუქებდა. დღეს ლეილი რეგულარულად უძღვება მაღალი დონის დებატებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის, აზიის განვითარების ბანკისა და სხვა მრავალპროფილური თუ ფინანსური ინსტიტუტებისთვის. გარდა ამისა, იგი კონსულტაციას უწევს კომპანიებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს მედიასტრატეგიის მიმართულებით.


„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში," რომელსაც 22 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის, 2000-მდე დელეგატი, მათ სახელმწიფოს მეთაურები, მინისტრები, სამთავრობო და ბიზნესის სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმის ფარგლებში 7 მაღალი დონის პანელური დისკუსია გაიმართება, რომელიც ვაჭრობას, ტრანსპორტის ენერგეტიკას, ინვესტიციებს, ციფრულ ტრანსფორმაციასა და მდგრად ეკონომიკურ ზრდას შეეხება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" მნიშვნელოვნად ზრდის დაკავშირებადობასა და ქვეყნების ჩართულობას „შუა დერეფნის" ინიციატივაში.