გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი რუსთაველზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის დააჯარიმეს - „იმედინიუსი“

16-10-2025

„იმედინიუსის“ ინფორმაციით, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე გზის უკანონო გადაკეტვისთვის დააჯარიმეს. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს.


შეგახსენებთ, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს თავმჯდომარის მანდატით საქართველოში ვიზიტის დროს, რუსთაველის გამზირზე კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მივიდა, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.


აღნიშნული ქმედების საპასუხოდ, ელინა ვალტონენისთან დაგეგმილი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააუქმა.


ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და ეუთოს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს.