გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: წინასწარ უნდა შევისწავლოთ შრომის ბაზრის მოთხოვნები, რათა ყველა სტუდენტმა შეძლოს შემდეგ თავისი სპეციალობით მუშაობის გაგრძელება და დასაქმება

17-10-2025

სუსტი კავშირია უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის, საჭიროა სისტემური მიდგომა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.


მისივე თქმით, მთავრობის ანალიზის შედეგად, ბაზრის მოთხოვნებსა და რაოდენობრივად გამოშვებულ სპეციალისტებს შორის აცდენა, ხშირად, ძალიან დიდია.


„ჩვენ მცირე ანალიზი ჩავატარეთ, თუ როგორია თანხვედრა ბაზრის მოთხოვნებსა და რაოდენობრივად გამოშვებულ სპეციალისტებს შორის და აცდენა ხშირ შემთხვევაში არის ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი და ხუთმაგიც კი. წინასწარ არავის აქვს გამოკვლეული, მაგალითად, რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, რამდენი ინჟინერი და ა.შ. ყოველგვარი სიღრმისეული ანალიზის გარეშე ნაწილდება კვოტები უნივერსიტეტებზე და ასე უსისტემოდ წარიმართება შემდეგ ეს ყველაფერი. ამის შედეგია ის, რომ ხშირად, იურისტი, მაგალითად, ამთავრებს თავისი სპეციალობით უნივერსიტეტს და შემდეგ სრულიად სხვა მიმართულებით საქმდება, იგივე ეხება ეკონომისტებს და ა.შ. აქაც საჭიროა უფრო სისტემური მიდგომა. წინასწარ უნდა შევისწავლოთ შრომის ბაზრის მოთხოვნები, რათა ყველა სტუდენტმა შეძლოს თავისი სპეციალობით მუშაობის გაგრძელება და დასაქმება,"- განაცხადა პრემიერმა.