გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სინგაპურში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიგაეცნენ

17-10-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სინგაპურში სამოგზაურო მედიაკონფერენციაში „International Media Marketplace” – IMM Asia 2025 მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ მსოფლიოში გავლენიანი მედიასაშუალებები, ღონისძიებაზე წარმოდგენილები იყვნენ:CNN Travel,BBC Travel,National Geographic, Conde Nast, CNBC Travel, Forbes, Fodor’s, The Guardian, NBC, GQ, Vogue და სხვ. 


კონფერენციის მთავარი მიზანი იყობეჭდური და ციფრული სფეროს ინდუსტრიის წარმომადგენლების (ჟურნალისტები, ინფლუენსერები, ბლოგერები, იუთებერები) ერთ სივრცეშიშეკრება და მათთვის ტურისტული მიმართულებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.