გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე: ევროკომისიის პრესსპიკერმა პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის მცდელობას

17-10-2025

ევროკომისიის პრესსპიკერმა პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის მცდელობას, ამის შემდეგ მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, დაეგმოთ სასახლეში შეჭრის მცდელობას, თუმცა ამ ფონზეც კი ისინი დუმან, რაც ზოგადად მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპულმა ბიუროკრატიამ ამ მძიმე მდგომარეობას რაღაცნაირად უნდა დააღწიოს თავი.


„ევროკომისიის პრესსპიკერმა პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის მცდელობას, ამის შემდეგ მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, დაეგმოთ ის რეალური ქმედება, რომელიც განხორციელდა აქციის მონაწილეთა მხრიდან, ვგულისხმობ სასახლეში შეჭრის მცდელობას, თუმცა ამ ფონზეც კი ისინი დუმან, რაც ზოგადად მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. რაც მთავარია, საზოგადოება სათანადოდ აფასებს. მთავარია, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს ევროპულ ბიუროკრატიაში. ამ მძიმე მდგომარეობიდან რაღაცნაირად უნდა დააღწიოს თავი ევროპულმა ბიუროკრატიამ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.