გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კასპში ვეტერანთა დღე აღნიშნეს

17-10-2025

დღეს, კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ვეტერანთა დღე აღნიშნეს.

 

გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და ქართველი გენერლის გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი.

მამა ალექსანდრემ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

17 ოქტომბერი ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წელს დაარსდა და წელს მეთორმეტედ აღინიშნა.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ვეტერანს ულოცავს დღევანდელ დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მადლობას უხდის ქვეყნის წინაშე გაწეული ფასდაუდებელი ღვაწლისთვის.