გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პოლიციამ აჭარაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავა

18-10-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1999 წელს დაბადებული მ.ო., 1998 წელს დაბადებული ა.ქ., 2002 წელს დაბადებული ფ.ა., 1996 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1992 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.


ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


უწყების ცნობით, მ.ო.-ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ხოლო ა.ქ., ფ.ა., ა. ჰ.ქ. და ბ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.ო.-მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს - 2001 წელს დაბადებული დ.ო.-ს და 1994 წელს დაბადებული უ.ო.-ს - ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.


რაც შეეხება ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს, გამოძიებით დადგინდა, რომ მათ აღნიშნულ რესტორანში უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორანში მყოფ პირებს და დააზიანეს რესტორნის ინვენტარი.

საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.