გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

18-10-2025

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით, კერძო კომპანიაში დასაქმებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.


შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ შეხვედრაზე, პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ტრეფიკინგის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის, გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით გატარებული რეფორმებს, ასევე გამოძიებისა და ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკულ ასპექტებს.


შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. კერძო კომპანიაში დასაქმებულმა პირებმა პროკურატურის და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებისგან, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.


ტრეფიკინგის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრევენციული ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
საქართველოს პროკურატურა ტრეფიკინგის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს.


საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მრავალი წელია ფუნქციონირებს შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის უწყებათაშორისი მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი.


საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)2025 წლის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზები, ქართულ და ინგლისურ ენებზე:


https://pog.gov.ge/uploads_script/resources/tmp/phpWpvcFK.pdf
https://pog.gov.ge/uploads_script/resources/tmp/phpp38k7z.pdf