გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

18-10-2025

საქართველოს პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.


პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფოთში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორმა, შუამავლის დახმარებით, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში გასცა, რის სანაცვლოდაც მოქალაქისაგან უკანონოდ მოითხოვა და აიღო თანხა.


„ასევე, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მეორე ინსპექტორმა სხვა პირის თხოვნით ორგანიზაციის ინტერესების საწინააღმდეგოდ ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში გასცა.


ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით (კომერციული მოსყიდვა) წარედგინა, მეორეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გასაღება), ხოლო მესამეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,221-ე მუხლი მე-3 ნაწილით (კომერციულ მოსყიდვაში დახმარება) და 25,220-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წაქეზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება უკვე შეეფარდათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.