გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა

18-10-2025

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.


„ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, ხოლო მეორე აღნიშნულ ვიდეოს უკანონოდ ინახავდა.


პროკურატურის თანამშრომლებმა ორივე პირი 18 ოქტომბერს დააკავეს.


მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.