გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება

18-10-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 20-21 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.

 

მინისტრი ცოდნის საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა „ეროვნული ქმედებები გლობალური გამოწვევების საპასუხოდ“.

 

გივი მიქანაძე ერევანში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან და პარლამენტის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანთან.

 

მინისტრი ასევე ეწვევა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც რექტორსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება.

 

ვიზიტის მთავარ მიზანს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაძლიერება და ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით თანამშრომლობის გაფართოება წარმოადგენს.