გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

19-10-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


შსს-ს ცნობით, მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა და ძალადობა.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს თბილისში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1988 წელს დაბადებულ გ.ე.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


2025 წლის 22 სექტემბრიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ.ბ.-ზე ძებნა გამოცხადდა.


სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნ.ბ. თბილისში დააკავეს.


დაკავებული ამ დროისთვის გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.