გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

19-10-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1964 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


უწყების ცნობით, დაკავებული ე.გ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის და ხელმძღვანელობის, საჯარო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ ტენდერზე უკანონო ზემოქმედების განხორციელებისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.


„დაკავებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე ძებნა გამოცხადდებოდა. სამართალდამცველებმა ე.გ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.


ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.