გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: განისაზღვრება კვოტები, რომლებიც გადანაწილდება უნივერსიტეტებზე და დაფინანსებას მიიღებენ კონკრეტული უნივერსიტეტები

20-10-2025

ჩვენ გვექნება განსაზღვრული დაკვეთა, ამის მიხედვით განისაზღვრება კვოტები, რომლებიც გადანაწილდება უნივერსიტეტებზე და დაფინანსებას მიიღებენ კონკრეტული უნივერსიტეტები, მათ შორის, გეოგრაფიული განაწილების გათვალისწინებით,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის" ეთერში განაცხადა.


მისივე თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება უზრუნველყოფილი სრულიად თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურა.


„სახელმწიფოს ექნება ამოცანა, რომ ქუთაისში მიიღოს, პირობითად, ჯამში, 30 000 სტუდენტი და ამის მიხედვით განისაზღვრება კვოტები და კვოტებთან ერთად დაფინანსებაც. ამას დაემატება ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება უზრუნველყოფილი სრულიად თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებისთვის სწავლა იქნება არათუ მისაღები, არამედ პირიქით, ერთგვარი სტუდენტური სამოთხე გვინდა ჩვენ შევქმნათ სტუდენტებისთვის,"- განაცხადა პრემიერმა.