გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: აქტიურად ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზე

20-10-2025

ჩვენ ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა.


„ჩვენ ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც, რაც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ამ მიმართულებითაც სერიოზული ხარვეზები გვაქვს. აქაც, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ ახალი, ბევრად უფრო დახვეწილი სახელმძღვანელოები, რომლებიც იქნება დაფუძნებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.