გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქვემო ქართლში7500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

20-10-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, ქვემო ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით,ქ. რუსთავში სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირის  ნატანისა და შლამისგან წმენდას ითვალისწინებს.


ჩატარებული სამუშაოები გარდაბნის სარწყავ სისტემაში წყლის შეუფერხებლად მიწოდებას უზრუნველყოფს. შედეგად,  ქ. გარდაბნისა და სოფლების თაზაქენდი, ბირლიკი, კალინინო, ბოტანიკა, ქ. გარდაბანი, კაპანახჩი, ლელაშხა, თბილწყარო, ქესალო, ნაზარლო, ვახტანგისისა და ჯანდარის 7500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, რაც სოფლის-მეურნეობის პროდუქციის წარმოების გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.


ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე ღონისძიებებს საქართველოს მელიორაცია ოქტომბრის ბოლოს დაასრულებს.


2012-2024 წლებში, ქვემო ქართლის  რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნვეყოფილია დამატებით  34,094 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება  32,067 ჰექტარზე გაუმჯობესდა.