გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საძოვრების ინვენტარიზაციისა და რეგისტრაციის პროგრამით გათვალისწინებული საველე სამუშაოები დაიწყო

20-10-2025

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, საძოვრების ინვენტარიზაცია-რეგისტრაციის პროგრამის მეთოდოლოგიისა და მიმდინარეობის განხილვის მიზნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში პროგრამაში ჩართულ მხარეებს შეხვდა.


შეხვედრას ესწრებოდნენ კონტრაქტორი კომპანიის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები; ასევე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები; ფერმერები და დაინტერესებული პირები.


ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყო, რასაც წინ უსწრებდა სამიზნე ტერიტორიის კამერალური შესწავლის, სამუშაო რუკის მომზადებისა და ტექნიკური რესურსების ორგანიზების მოსამზადებელი ეტაპი. კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მაღლა მდებარე საძოვრებიდან დაიწყო, სადაც, მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ველზე მუშაობის პერიოდი შეზღუდულია. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოხდა დაახლოებით 4 000 ჰექტრამდე საძოვრის აზომვა და მონაცემების შეგროვება.


შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროგრამის ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოები, მეთოდოლოგია და ეტაპები-მოხდება მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მდგომარეობისა და მიწათსარგებლობის საველე შემოწმება, მცენარეული საფარისა და ნიადაგის ხარისხის შეფასება და რელიეფური თავისებურებების აღწერა. მიღებული მონაცემების საფუძველზე მომზადდება რეკომენდაციები ნაკვეთების კონსოლიდაციისათვის, რაც ხელს შეუწყობს საძოვრების მიზნობრივ და მდგრად გამოყენებას.


მონაწილე მხარეებმა ხაზი გაუსვეს პროექტის მნიშვნელობას როგორც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, ასევე მიწის რესურსების ეფექტიანი მართვის სახელმწიფოებრივი მიზნების მისაღწევად.


შეხვედრის ფარგლებში, გიორგი მიშელაძემ რამდენიმე ლოკაციაზე ინვენტარიზებული საძოვრები დაათვალიერა, ადგილზე გაეცნო სამუშაო პროცესს და აღრიცხული მონაცემების პირველად შედეგებს.


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საძოვრების ინვენტარიზაცია-რეგისტრაციის პროექტი ხორციელდება „მერძევეობის დარგის მოდერნიზაცია და ბაზარზე წვდომა: ადაპტაციის კომპონენტის (DiMMAdapt)“ პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისა (IFAD) და ადაპტაციის ფონდის (AF) დაფინანსებით. პროექტის მიზანი საქართველოში საძოვრების მართვის ეფექტური რეფორმებისთვის საფუძვლის მომზადებაა.