გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება

21-10-2025

თიბისის მხარდაჭერით, 2025 წლის 24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალაში ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გაიხსნება.


პროექტი ლადო ასათიანის ოჯახისა და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით განხორციელდა. სახლ-მუზეუმის განახლებული კონცეფციის ავტორია აკა მორჩილაძე. პროექტის კურატორი კი მარიამ კაკაბაძე.


ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი სოფ. ბარდნალაში დაარსდა 1971 წელს და უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ლეჩხუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია. სწორედ აქ გაატარა პოეტმა ბავშვობა და სიყმაწვილე — გარემოში, რომელმაც დიდი კვალი დატოვა მის შემოქმედებაზე.


მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია მიზნად ისახავს პოეტის პიროვნებისა და შემოქმედების ავთენტურ, ცენზურისგან თავისუფალ წარმოდგენას. ახალი კონცეფცია ორიენტირებულია ასათიანის ოჯახის ისტორიაზე, საბჭოთა ეპოქის რეალობასა და იმ პირად ტრაგიზმზე, რომელიც პოეტის ცხოვრებას თან სდევდა.


განახლებული მუზეუმი ერთდროულად ლადო ასათიანის შემოქმედებით სამყაროცაა და ის გარემომ, რომელშიც ის ცხოვრობდა, დასავლურ-ქართული ყოფის, შინაური ატმოსფეროსა და ლეჩხუმური კულტურის ელემენტებით.


ახალი ექსპოზიცია მოიცავს ფოტოებს, დოკუმენტებს, საარქივო მასალას, წიგნებსა და პირად ნივთებს, რომლებიც პოეტის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს ასახავს.


პროექტის მიზანია ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იქცეს არა მხოლოდ მემორიალურ სივრცედ, არამედ ცოცხალ კულტურულ ადგილად, რომელიც აერთიანებს წარსულსა და თანამედროვეობას.


თიბისი, როგორც კულტურის ერთგული მხარდამჭერი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს კულტურული ფასეულობების დაცვასა და მათ თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციას, რისი ნათელი გამოხატულებაც არის ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის განახლების მხარდაჭერა. პროექტი აერთიანებს წარსულსა და თანამედროვეობას, ინარჩუნებს ისტორიულ მეხსიერებას და ახალ სიცოცხლეს სძენს ქვეყნის კულტურულ გარემოს.