გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სარფში ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ აღმოაჩინეს

21-10-2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ (50 გრამამდე) აღმოაჩინეს.


სამართალდამრღვევ მოქალაქეს, 3 შეფუთვად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება სხეულზე მალულად ჰქონდა განთავსებული.


საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.