გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპში ბავშვთა გასართობი სივრცის პროექტების განხორციელება გრძელდება

21-10-2025

კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება ბავშვთა გასართობი სივრცის პროექტების განხორციელება.


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა ამჟამად 6 სოფელში: სამთავისში, ბოჟამში, ნიგოზაში, ხვითში, მიქელწყაროსა და ხიდისყურში დასრულების პროცესშია.


კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილიპროექტის მიმდინარეობას სოფელ სამთავისში გაეცნენ.


თანაბარი ხელმისაწვდომობის მიზნით, ბავშვთა გასართობი სივრცეების ფუნქციონირება ყველა სოფელში აუცილებელი და მნიშვნელოვანია.


განხორციელებული პროექტი, ექვსივე სოფელში ბავშვების სხვადასხვა გასართობი ატრაქციონებით მომსახურებას უზრუნველყოფს - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.


პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომელსაც შპს „სერვისი 2015“ ახორციელებს.