გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი თავართქილაძე: გასულ წელთან შედარებით ტურისტებისა და შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება

21-10-2025

აჭარაში ტურისტული სეზონი წარმატებული გამოდგა, ამის შესახებ ტურისტული სააგენტოების ერთ-ერთი წარმომადგენელი ირაკლი თავართქილაძე საუბრობს.


„წელს სეზონი საკმაოდ კარგი და დატვირთული იყო. ეს რეგიონებში იგრძნობოდა, განსაკუთრებით აჭარაში. მოხდა ბაზრების დივერსიფიცირება - კვლავ ისრაელი და არაბული ქვეყნები ლიდერობდნენ, აქტიურობა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდანაც დაფიქსირდა. საერთო ჯამში, სეზონი საკმაოდ წარმატებული იყო. გასულ წელთან შედარებით ტურისტებისა და შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება, ეს აისახა, როგორც ტურისტების რაოდენობაზე, ასევე კომპანიების შემოსავლებზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს სტაბილურობა შენარჩუნდება და მომავალი წელი კიდევ უკეთესი გვექნება“, - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.